logo_geo
თამაზ ელიზბარაშვილი: ჩუქდება თავშესაფარი 249 ძაღლთან და 4 დათვთან ერთად
- +

8 სექტემბერი. 2020. 20:37

 

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა თავშესაფრის გაჩუქებას აპირებს. ამის შესახებ თავშესაფრის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი განცხადებას ავრცელებს.

 

,,ჩუქდება თავშესაფარი 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად!

 

თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 9 ნომერში, 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე. შენობა-ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს.

 

გაჩუქების აუცილებელი პირობაა, იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა (ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან).

 

მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან.

 

მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ, ვისაც გაქვთ სურვილი, იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86″, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი