logo_geo
მარინა ენდელაძე: მალე მივალთ კარანტინამდე
- +

9 სექტემბერი. 2020. 01:07

 

 

საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, საქართველოში ვირუსის შემთხვევები ძალიან სწრაფად იზრდება, ამიტომ ქვეყანაში კარანტინი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გამოცხადდეს.

 

„45 შემთხვევის დაფიქსირება ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯერჯერობით, კარანტინის გამოცხადებაზე საუბარი არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს კარანტინის გამოცხადების საკითხი.

 

იმ შემთხვევაში თუ არ დავიცავით რეკომენდაციებს, მალე მივალთ კარანტინამდე. თქვენ წარმოიდგინეთ 45 ახალ ინფიცირებულს რამდენი კონტაქტი ექნებოდა. იმ კონტაქტებს კიდევ რამდენი კონტაქტი ეყოლებოდა. თუ ასე გავაგრძელეთ, უფრო მალე იქნება პიკური ზრდა, ვიდრე ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში“,- განაცხადა ენდელაძემ.

 

 

big_banner
არქივი