logo_geo
ინგა გრიგოლია: მეც ვიყავი შემხებლობაში
- +

9 სექტემბერი. 2020. 18:05

 

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია, „ტვ პირველის“ გუნდის წევრია, შესაბამისად, „ტვ პირველის“ განცხადება, მის ინფიცირებულ თანამშრომლებზე ვიკა ბუკიას ეხება.

 

როგორც, ინგა გრიგოლია გვიყვება, ვიკასთან აქტიურად იყვნენ შემხებლობაში:

„მეც ვიყავი შემხებლობაში და სხვა თანამშრომლებიც, ყველანი მზად ვართ, ჩავიტაროთ ტესტირება ვირუსზე და მივყვეთ რეკომენდაციებს. მალე ადგილზე მოვლენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები, უკვე ვესაუბრე ამირან გამყრელიძეს“.

 

შეგახსენებთ, ლევან გოგიჩაიშვილი ორშაბათს იმყოფებოდა სტუმრად „ტვ პირველში“ მაია მამულაშვილთან, იმავე გადაცემაში იყო სტუმრად „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძეც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი