logo_geo
ვუახლოვდებით ზღვარს! – საქართველო შესაძლოა პანდემიის ყვითელი ზონა გახდეს
- +

9 სექტემბერი. 2020. 23:42

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თმით, საქართველო უკვე უახლოვდება ყვითელ ზონას და შესაძლოა საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგოს.

 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ეყრდნობა ეპიდემიოლოგიურ მოდელს, რის მიხედვითაც, ბოლო 2 კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 10 ახალი შემთხვევა არის მწვანე ზონა.

 

„ჩვენ ვეყრდნობით ეპიდემიოლოგიურ მოდელს, რომელიც ამბობს, რომ 10 ახალი შემთხვევა ბოლო 2 კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე, ეს არის მწვანე ზონა და ჩვენ უკვე ვუახლოვდებით გარკვეულწილად ზღვარს.

 

800-ს გადავცდით, ანუ 8-დან 9-მდე ვრჩებით ბოლო 2 კვირის მონაცემების მიხედვით 100 000 მოსახლეზე. ძირითადად ეს არის აჭარის შემთხვევების ხარჯზე, თუმცა ხალხი მოგზაურობს, მობილურობა მაღალია და ამდენად, ყველა შემთხვევაში, არამხოლოდ აჭარაშია მნიშვნელოვანი ლოკალური ღონისძიებების გააქტიურება, არამედ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 44 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1773-ს შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელებულია 1325 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი