logo_geo
მიტროპოლიტი იოანე: მეუფე პეტრეს ავტორიტეტი მრევლის თვალში შეილახა...
- +

26 მარტი. 2017. 22:36


 

მეუფე იოანე გამრეკელმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ სინოდის მხრიდან სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.


„ძალიან განვიცდი, რომ მეუფე პეტრე სუბიექტურად საუბრობს. ის ესწრებოდა სინოდის სხდომას და მოისმინა ყველა წევრის აზრი, მოისმინა დასაბუთება მოციქულთა დროიდან. ის იქნა შეწყალებული, რადგან სასჯელი უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი, მაგრამ სინოდის წევრების თხოვნით ასე არ მოხდა. უნდა მომხდარიყო მისი გადაყვანა სხვა ეპარქიაში, რადგან მისი ავტორიტეტი მრევლის თვალში შეილახა", - განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.


მისივე თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში ის ვერაფერს იტყვის, რადგან ამ საქმეს არ იცნობს.


„როცა რამე არ იცი, საუბარი ძნელია. მე დეკანოზსაც არ ვიცნობ. მისი სახელი და გვარი გავიგე ამ ამბებიდან ტელევიზიის მეშვეობით. რომც დამიბარონ, ვერაფერს ვიტყვი. ვერც სინოდის წევრებზე ვიტყვი, რომ ამ საქმესთან კავშირი აქვთ. სინოდს გვაქვს ერთიანი პოზიცია, რომ ვენდობით გამოძიებას და ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება", - განაცხადა მეუფემ.


 

big_banner
არქივი