logo_geo
აჭარაში, 22 ახალი ინფიცირებულის წყარო უცნობია, 20 კი ქორწილს უკავშირდება
- +

12 სექტემბერი. 2020. 11:58

 

 

 

ჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, აჭარაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 80 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

„20-ზე მეტი შემთხვევა არის დაკავშირებული სარიტუალო ღონისძიებებთან, ანუ საქორწილო დარბაზებთან, დაახლოებით 22 შემთხვევის წყარო უცნობია, 7 არის სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული, 3 ხოფას სავაჭრო ბაზართან დაკავშირებული შემთხვევაა. ასევე ინფიცირებულებში არიან პატარ-პატარა მცირე მეწარმეები,“- განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 158 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

big_banner
არქივი