logo_geo
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა
- +

12 სექტემბერი. 2020. 22:21

 

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მხარეები სასამართლო სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

 

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები. დაცვის მხარე კი, 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

 

საქმეზე წინასასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე დაინიშნა.

 

პროკურატურის ინფორმაციით, თამაზ ხომასურიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

 

big_banner
არქივი