logo_geo
სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
- +

13 სექტემბერი. 2020. 12:27

 

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

„რაც გუშინ ჰქონდათ დაწყებული განაახლეს, ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიღმა რა ადგილასაც გუშინ ჩაარჭეს ბოძები ახლა მიდის დამატებითი სამუშაოები, მიმდინარეობს უკანონო ინსტალაციების მონტაჟი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი გუშინაც განხორციელდა.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. ასევე ინფორმაცია მიეწოდათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

 

 

big_banner
არქივი