logo_geo
თაკო ჩარკვიანი: ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხო, გამორიცხეთ, რომ არ არსებობს!
- +

14 სექტემბერი. 2020. 01:29

 

 

კოვიდინფიცირებული თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ თავს ძალიან სუსტად გრძნობს და საუბარი არ სიამოვნებს.

 

„სისუსტე მაქვს საშინელი, არ მსიამოვნებს ლაპარაკი. მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან ყურადღებით არიან ექიმები, ქალბატონი მარინა და ასევე, ყველა ექთნებიდან დაწყებული. ყველაფერს აკეთებენ. დანარჩენი როგორც იტყვიან ღვთის ნებაა.

 

არაფერზე არ ვღელავ, ვღელავ მარტო დედაჩემზე. ახლა მითხრეს რომ შედარებით, მის ასაკთან ჯერჯერობით, არ ჩანს გართულება. ისეთი არაპროგრესულია, ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხო, გამორიცხეთ, რომ არ არსებობს! არსებობს და ძალიან მძიმეა!,“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი თაკო ჩარკვიანის ქმარს და დედასაც დაუდასტურდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი