logo_geo
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოკვლეული 165 ნიმუშიდან კორონავირუსი ხუთ პირს დაუდასტურდა
- +

14 სექტემბერი. 2020. 12:25

 

 

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 165 ადამიანს. მათგან 25 იყო ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. ხუთ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა.

 

ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა ფოთის მკვიდრს, რომელსაც ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს.

 

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში 165 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. 25 იყო ე.წ. საბერიოს კლასტერიდან. ხუთ მათგანს დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია. გარდა ამისა, მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბათუმში მოგზაურობის ისტორია და არის ფოთის მცხოვრები, აღმოაჩნდა კორონავირუსი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი