logo_geo
მცხეთის სამედიცინო ცენტრში 65 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს
- +

14 სექტემბერი. 2020. 14:22

 

 

 

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ლიკა მუმლაძის განცხადებით, კლინიკაში 65 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

 

მისი თქმით, რამდენიმე პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში ბოლო 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა კლინიკიდან გადაიყვანეს.

 

„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს მძიმე პაციენტები, მკურნალობას გადის ექვსი პაციენტი. აქედან ორი არის კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი, ერთი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილია აფხაზეთის ტერიტორიიდან საკმაოდ მძიმე გართულებებით. უკვე იქ დაწყებული გართულებებით 10 დღის განმავლობაში იტარებდა სტაციონალურ მკურნალობას, თუ არ ვცდები, გუდაუთის კლინიკაში. ჩვენთან შემოყვანისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. არის ასევე მამაკაცი, რომელიც გადმოყვანილია თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან“, – განაცხადა მუმლაძემ.

 

როგორც ლიკა მუმლაძემ აღნიშნა, კლინიკაში 16 პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე საყურადღებოა. მისი თქმით, პაციენტთა უმრავლესობა აჭარაში იმყოფებოდა.

 

„კლინიკაში გვყავს ასევე სამი მოზარდი, 5-დან 12 წლამდე ბავშვები, ასევე ასაკოვანი 81-82 წლის პაციენტები, საშუალო ასაკის პაციენტებიც და ახალგაზრდებიც. 40-55 წლამდე ასაკის პაციენტებშიც არის ფილტვის დაზიანების საკმაოდ მძიმე სურათი და ყველაზე კრიტიკული პაციენტი არის 54 წლის“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი