logo_geo
რატომ არ ცხადდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა – ლევან რატიანის განმარტება
- +

15 სექტემბერი. 2020. 00:18

 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ საგანგებო ღონისძიებების გატარება მართებული ნაბიჯი იყო.

 

ლევან რატიანის განმარტებით, ამ მექანიზმის შედეგად სამედიცინო პერსონალმა COVID-19-ის ინფექციის შესახებ დღეისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადება აუცილებელი არ არის, რადგან მედპერსონალმა ვირუსის მართვა ისწავლა.

 

„ჩვენ არ ვიცოდით ადრე კოვიდ-19-ის ბუნება. არ ვიცოდით მისი ბიოლოგია, არ ვიცოდით როგორ უნდა გვემკურნალა. მხოლოდ ჩვენ კი არა, ზოგადად სამყაროში არავინ არ იცოდა. სწორედ ამ კონსერვატიულმა მიდგომამ, რაც ჩვენმა სახელმწიფომ გაწერა დაგვანახა ერთი რამ, რომ ჩვენ, ექიმებს და მედპერსონალს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა ამ ვერტიკალში მოგვცა ცოდნა. სწორედ ეს იყო პირველ ეტაპზე შეკავების მექანიზმის მიზანი. ეს შეკავების მექანიზმი იმ ეტაპზე წარმოადგენდა ბრწყინვალე მაგალითს, იმიტომ რომ დაგროვილმა ცოდნამ გვასწავლა როგორ უნდა ვმართოთ ეპიდემია. იმ ეტაპზე ასე უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ინფექციის შესახებ ბევრი ლიტერატურა უნდა წაგვეკითხა, გამოცდილება უნდა მიგვეღო, რომ დღეს ასე თამამად ვყოფილიყავით“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი