logo_geo
ზურა ხაჩიძე: ზუსტად პანდემიის დროს, შეუძლებელი შეძლო და პრესტიჟულ სკოლაში ჩააბარა
- +

15 სექტემბერი. 2020. 20:36

 

 

დღეს სწავლა მთელ საქართველოში განახლდა, თუმცა დიდ ქალაქებში მოსწავლეები და აბიტურიენტები ისევ ონლაინ-რეჟიმში ესწრებიან გაკვეთილებს.

 

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ, ქალიშვილის, ანასტასი ხაჩიძის სასწავლო პროცესზე ისაუბრა.

 

„ანასტასია ყოველთვის მზად არის სწავლისთვის. მან წელს ზალდასტანიშვილის სკოლაში ჩააბარა მაღალი ქულებით, სწავლის დაწყებას განსაკუთრებულად ელოდებოდა, მაგრამ ონლაინ სწავლება გამოცხადდა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად პანდემიის დროს, შეძლო შეუძლებელი, სამი თვე ინტენსიურად ემზადებოდა და ჩააბარა პრესტიჟულ სკოლაში, სადაც მოხვედრა რთულია.

 

იმედი მაქვს წარმატებით გააგრძელებს სწავლა-განათლებას. ბევრს სწავლობს, დამატებით ემზადება და მუდმივად იღებს განათლებას“, - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი