logo_geo
ანა ჯაბაური: ცოტნეს “ქართუ ფონდისგან“ ყველაფერი წინასწარ აქვს დაფინანსებული
- +

17 სექტემბერი. 2020. 00:13

 

 

 

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, რომელმაც ცოტნე გამსახურდიას დახმარებისთვის ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა ცოტნეს მეუღლე ანა ჯაბაური ეხმაურება:

 

"ქართუ ფონდმა“ ცოტნეს დაფინანსება არამც თუ შეუწყვიტა ან შეუზღუდა, არამედ წინსწრებით უხდის ყოველთვიურად ულიმიტოდ ნებისმიერი რაოდენობის თანხას, რომელსაც ცოტნეს მკურნალობა საჭიროებს. უფრო მეტს გეტყვით – „ქართუს“, გარდა საჭირო თანხისა, ყოველთვიურად წინასწარ შეაქვს დამატებითი თანხა ცოტნეს სარეზერვო ფონდში, დამატებითი შესაძლო საჭიროების გამოვლენის შემთხვევისთვის. ასე, რომ არამცთუ თქვენ, არამედ მთელ მოსახლეობას მოვუწოდებთ მეც და ცოტნეს ძმებიც – არც ერთ ანგარიშზე, სადაც ცოტნეს მკურნალობის ფულის შეგროვებაზე იქნება ლაპარაკი, თანხა არ ჩარიცხოთ, რამეთუ ამ თანხიდან არცერთი თეთრი ცოტნემდე არ და ვერ მივა ორი მარტივი მიზეზის გამო – ცოტნეს ყველაფერი წინასწარ აქვს დაფინანსებული სარეზერვო ფონდის ჩათვლით.

 

ცოტნეს ფინანსური მხარდამჭერი არის გიორგი გამსახურდია, რომლის გარეშეც ცოტნეს ანგარიშზე თანხა უბრალოდ ვერ მოხვდება და რომელიც კატეგორიულად არ დაუშვებს არავითარი თანხების ცოტნეს სამკურნალო ანგარიშზე დარიცხვას, რადგან ცოტნეს ანგარიშზე უკვე იმაზე მეტია, ვიდრე ის საჭიროებს. გიორგი გამსახურდიამ უკვე ხაზგასმით დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია თქვენს მიერ ზემოთ ნახსენები ანგარიშის გახსნის შესახებ (რასაც ამორალიზმი და პროვოკაცია უწოდა). მის აზრს სრულიად იზიარებს კონსტანტინე გამსახურდიაც, რომელმაც პოზიცია საკუთარ "ფეიბუქ გვერდზე" დააფიქსირა“, - განუცხადა "ალიას" ანა ჯაბაურმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი