logo_geo
"უძინართა მზის" მთავარი გმირის რთული ცხოვრება
- +

17 სექტემბერი. 2020. 02:37

 

 

 

"უძინართა მზის" მთავარი გმირის რეალური ცხოვრება ფილმის პერსონაჟის მსგავსად, რთული გამოდგა. დათო კაზიშვილს ოჯახი დაენგრა, დარდით სმა დაიწყო, რასაც სამსახურის დაკარგვა მოჰყვა. ერთადერთი ხსნა ეკლესიაში წასვლა აღმოჩნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა:

 

"ცხოვრებამ მომიყვანა. ადამიანებთან ურთიერთობებმა გადამაწყვეტინა, ღმერთის გზაზე დავმდგარიყავი. მყავდა ოჯახი, რომელიც სამწუხაროდ, დაინგრა და ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, ძალზე დავითრგუნე. მერე გული ვეღარაფერს დავუდე და სამსახურიც მივატოვე, სმა დავიწყე. მოგვიანებით, მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მანამდე მონასტერს რამდენიმე დღით ვსტუმრობდი ხოლმე, შემდეგ კი ხანგრძლივად დავრჩი. თავდაპირველად, გელათში ჩავედი, იქიდან ლეჩხუმში გადავედი. ახლა კი თითქმის ერთი თვეა, სვეტიცხოველში ვარ. დაახლოებით წელიწადია, რაც მონასტერში ვცხოვრობ. მორჩილი ვარ. აქ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს, მე მესანთლე ვარ ანუ სანთლებს ვქმნი. მონასტერმა სიკვდილს გადამარჩინა.

 

ყველაზე მეტად ოჯახური მდგომარეობა გამიჭირდა. ამის შანსი აღარ არსებობს, რომ ცოლს შევურიგდე. მან ოჯახის დანგრევით ძალიან მატკინა გული. ვეღარ ვეტყვი, - მიყვარხარ-მეთქი, რადგან ეს ტყუილი იქნება. მე მიყვარს გოგონა, რომელიც დაქორწინებამდე შემიყვარდა, მაგრამ ახლა ის ჩემთვის აღარ არ

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი