logo_geo
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა იწყება
- +

27 მარტი. 2017. 02:13



საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სტაჟირების საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სამთვიან სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.


სტაჟირების პროგრამას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.


„ეს პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის საკუთარი თავის გამოსავლენად და პროფესიული უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული იმ მიმართულებით, რომ გაიზარდოს ამ ნიჭიერი ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა და მათ საკუთარ სამშობლოში, საქართველოში შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება" , - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.


სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტს, რომელსაც გავლილი აქვს „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში" (1+4 პროგრამა) და არის ბაკალავრიატის მესამე/მეოთხე კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის სტუდენტი/კურსდამთავრებული.


სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა.


კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 აპრილი.


სტაჟირების პროგრამის შესახებ იხილეთ დეტალური ინფორმაცია.


წყარო http://radioway.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი