logo_geo
ამირან გამყრელიძე პედაგოგებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში აჭარაში იმყოფებოდნენ, მიმართავს, კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ
- +

17 სექტემბერი. 2020. 13:07

 

 

„ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2 200 მასწავლებელია, ვინც განსაკუთრებით ზაფხულში, აგვისტოს მეორე ნახევარში იმყოფებოდა აჭარაში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

ამასთან, გამყრელიძე მოუწოდებს პედაგოგებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში აჭარაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ.

 

„მოგახსენებთ, ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2 200 მასწავლებელია, ვინც განსაკუთრებით ზაფხულში, აგვისტოს მეორე ნახევარში იმყოფებოდა აჭარაში. ისინი საქართველოს ყველა რეგიონში დაექვემდებარნენ გამოკვლევას. ამ დროისთვის, 2 200 მასწავლებლიდან გამოსაკვლევად მივიდა მხოლოდ 1 011, ანუ 46 პროცენტი, მათ შორის შვიდი დადასტურება გვაქვს. ყველა რეგიონში მასწავლებლებს ვთხოვ, ვინც ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით აგვისტოში ბათუმსა და აჭარაში იმყოფებოდა, მივიდნენ გამოსაკვლევად, ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე. პედაგოგები უნდა დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩაიტარონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი