logo_geo
როგორ ვებრძოლოთ დაავადებას? – პატრიარქის გზავნილი მრევლს
- +

18 სექტემბერი. 2020. 00:52

 

 

კორონავირუსის პანდემიის ფონზე სპეციალისტები განსაკუთრებით ხშირად მოუწოდებენ ადამიანებს დაიცვან პირადი ჰიგიენა და დაიბანონ ხელები ხშირად.

 

ამ საკითხზე ქადაგებებში არაერთხელ უსაუბრია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესაც.

 

გასულ წელს, პატრიარქი ინიციატივითაც გამოვიდა, რომ სკოლებში ჰიგიენა ისწავლებოდეს. უფრო ადრე კი მან მრევლს ვრცლად ესაუბრა სისუფთავისა და ჰიგიენის მნიშვნელობაზე.

 

„როგორ უნდა ვებრძოლოთ ავადმყოფობას? უპირველესყოვლისა, პირადი ჰიგიენა, სისუფთავე და ხშირი ბანვა ხელებისა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ფიქრობდეს და უვლიდეს თავის პირის ღრუს.

 

პირის ღრუ არის მთავარი ადგილი, სადაც ინფექცია გროვდება.

 

სისუფთავე, ლოგინის სისუფთავე, ტანსაცმლის სისუფთავე, სახლის სისუფთავე, სუფთა ჰაერი… როცა გამოვდივართ ოთახიდან ფანჯარა ღია უნდა იყოს, რომ გასუფთავდეს ჰაერი.

 

ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვებრძოლოთ დაავადებას“, – აღნიშნა კათოლიკოს პატრიარქმა ერთ-ერთი ქადაგების დროს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი