logo_geo
ოთხი შვილი, მძიმე დიაგნოზი და დიზაინერი რძალი – ნაკლებად ცნობილი ფაქტები პოლიტიკაში წასულ მომღერალზე
- +

18 სექტემბერი. 2020. 02:28

 

 

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის ქალიშვილია, შესაბამისად პოპულარობა ბავშვობიდან თან სდევს.

 

პატარა გოგონამ ოჯახურ ტრადიციაზე უარი არ თქვა და მისი ძირითადი საქმიანობის პარალელურად, სცენაც აირჩია. ის მომღერალიც გახდა, რომელმაც მელომანებს თავი, სიმღერით “პატარა ნაკადული” გააცნო, მოგვიანებით კი “ქუჩის ბიჭებთან” ჩაწერა დუეტი და 90-იანი წლების მუსიკალური ჩარტების ლიდერიც გახდა.

 

ცისანა სეფიაშვილის ცხოვრება ბოლო 2 წელიწადში რადიკალურად შეიცვალა. ჯერ ყველასთვის მოულოდნელად, მან 16 წლიანი ოჯახური თანაცხოვრება დაანგრია და მეორე ქმარს, სოსო ზაქარეიშვილს დაშორდა.

 

 

დაშორების მიზეზებზე ცისანას პრესაში არასოდეს უსაუბრია. ოჯახის დანგრევა, როგორც თავად ამბობდა, მძიმედ გადაიტანა, რაშიც მისი ოთხი შვილი დაეხმარა.

 

სეფიაშვილების ოჯახში მალევე მოხდა სასიხარულო ამბავი, ცისანა სეფიაშვილის უფროსი ვაჟი, გიორგი წერეთელი, იგივე დადა დაქორწინდა. მისი მეუღლე დიზაინერი სესილი კემულარია გახდა. რომელსაც გიორგი წერეთელმა ხელი რუსთაველის თეატრის სცენაზე სთხოვა.

 

 

ხელის თხოვნის შემდეგ, წყვილმა მცხეთაში მდებარე პრესტიჟულ რესტორანში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. ცისანას უფროსი ვაჟი მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა თბილისში ხშირად ჩამოდის, მითუმეტეს ოჯახის შექმნის შემდეგ.

 

თუ ცისანას სხვადასხვა ინტერვიუებიდან ვიმსჯელებთ, მას დიზაინერ რძალთან არაჩვეულებრივი, უფრო მეტიც, მეგობრული ურთიერთობა აქვს.

 

 

 

სესილი კემულარია აქტიურად ზრუნავს გემოვნებიანი დედამთილის იმიჯზე და მისთვის ახალ კოსტიუმებს ხშირად კერავს.

 

მომღერლის ცხოვრებაში რამდენიმე კვირის წინ განსაცდელი დადგა, მას თავში ანევრიზმა აღმოაჩნდა, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ახლა 6 თვეში ერთხელ უნდა გაიკონტროლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

მომღერალი გამოირჩევა პოლიტიკური აქტიურობითაც, ის “ქართული ოცნების” გუნდის მხარდამჭერი იყო, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსის” სახელით მიიღებს მონაწილეობას.

 

ის დავით თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის პარტიის სიის მეცხრე ნომერია. როგორც “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში ცისანა სეფიაშვილმა განაცხადა, მას სჯერა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების და სურს პატარა ნაკადული ჩანჩქერად გადაიქცეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი