logo_geo
ჭიათურის სპორტდარბაზში სასულიერო პირი გარდაიცვალა
- +

20 სექტემბერი. 2020. 21:11

 

 

სამი დღის წინ ჭიათურის სპორტდარბაზში სასულიერო პირი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი დეკანოზი მამა მიქაელია (მამუკა ბიწაძე), რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ის მაინც ვარჯიშობდა.

 

„გულის პრობლემა ჰქონია, მაგრამ მაინც ვარჯიშობდა. ცუდად გამხდარა და ადგილზე გარდაცვლილა. იმ დროს, გვერდით დარბაზში, თემურ მაღრაძის სახელობის თასის ფეხბურთის ფინალური მატჩი იმართებოდა. ატყდა ჩოჩქოლი. მერე გავიგეთ რაც მოხდა.“ – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

 

ჭიათურელები ამბობენ, რომ სასულიერო პირი წარსულში მკლავჭიდელი იყო და ის სისტემატიურად ვარჯიშობდა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ ჭიათურის ეპარქიის მეუფე დანიელის თანაშემწე მონაზონიც უდასტურებს. ის გარდაცვლილს დადებით პიროვნებად ახასიათებს.

 

„მამა მიქაელი კარგი მოძღვარი გახლდათ. მის გასვენებაში ბევრი ადამიანი იყო ჩამოსული.“- განაცხადა მონაზონმა.

 

46 წლის სასულიერო პირს ოთხი შვილი დარჩა. ის ჭიათურაში ხარების სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი