logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა
- +

22 სექტემბერი. 2020. 02:41

 

 

 

„საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია“, - ამის შესახებ გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით

 

„ნდობა და სოლიდარობა გადამწყვეტი იქნება ჩვენი საზოგადოებებისათის, რათა ხვალინდელი დღისათვის საჭირო გამძლეობა განავითარონ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა; დაგვარწმუნა, რომ ენერგიის მდგრად ტრანზიციასა და რესურსების მართვას ახლებურად შევხედოთ.

 

„ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, გაერო, 75 წლისთავის აღნიშვნის პარალელურად, გზაჯვარედინზე დგას: გლობალური საფრთხეები - ტერორიზმიდან კლიმატურ ცვლილებებამდე და ახლა, პანდემია, მოითხოვს მეტ ერთიანობასა და სოლიდარობას, მაშინ როცა ეს საფრთხეები ზრდიან დაძაბულობასა და დანაწევრების ფაქტორებს, თვით მულტილატერალიზმიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

„როცა მსოფლიო ახალი და უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, გლობალური საფრთხეები გვაიძულებენ, ახლებურად შევხედოთ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს საზოგადოებასა და მმართველობის სისტემებში არსებულ პრაქტიკებს. ეს გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს თუ ჩვენ მათი დანახვისა და მოპოვების ძალა შეგვწევს, თუ შეგვიძლია, არ ჩავიკეტოთ ნაჭუჭში და მიმოვიხედოთ გარშემო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი