logo_geo
ზურა ვადაჭკორია გონზე მოვიდა
- +

27 მარტი. 2017. 14:01



ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა, ჯერჯერობით კვლავ რეანიამციულ განყოფილებაში იმყოფება.


ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას შვილი, მიმი ვადაჭკორია მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს:


4-5 დღეა, რაც უკეთესი მდგომარეობაა. ცნობიერება დაუბრუნდა. აპარატიდან მოხსნეს. ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. საუბარი ჯერ არ დაუწყია. მართვით სუნთქვაზე აღარ არის. რომ ვესაუბრებით, კითხვებს ვუსვამთ, თავის მოძრაობით რეაგირებს", - ჰყვება ზურაბ ვადაჭკორიას შვილი.


მისი თქმით, ექიმები ზურას ასე სწრაფ რეაბილიტაციას არ ელოდნენ.


მე ყველაზე ხშირად ველაპარაკები მამას. რომ ვუყვები, ვინ იყო მოსული მის სანახავად, სანამ გონზე მოვიდოდა, თვალზე ცრემლი ადგება ხოლმე. ჯერჯერობით ექიმები ავარჯიშებენ, რომ მთლიანად მოხსნან აპარატიდან. საღამოობით მაინც რთავენ ხოლმე, ალბათ, ეს აუცილებელია. დღეიდან ხელმეორედ ჩაუტარებენ გამოკვლევას და ახალი პროგნოზებიც ცნობილი გახდება", - ამბობს მიმი ვადაჭკორია.

 

 

 

წყარო: digest.pia.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი