logo_geo
დღეს თამაზ ჩიქვანაია 69 წლის გახდა!
- +

22 სექტემბერი. 2020. 12:51

 

 

დღეს, 22 სექტემბერს, ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია იუბილარია. ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალური ქსელით ულოცავს ბატონ თამაზს დაბადების დღეს,

 

„ვულოცავთ!

 

„არასდროს მყოლია ვიღაც გაღმერთებული, საკუთარი გზა მქონდა და მასზე დავდიოდი. ვცდილობდი, რომ ამ გზაზე სიარულისას მართალი ვყოფილიყავი... მთავარი, რაც მედიას მოეთხოვება, ობიექტურობაა. თუ მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არაობიექტურია, ამას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება, რისი მაგალითებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გვქონდა. ობიექტურობის ნაკლებობა დღევანდელ მედიასაშუალებებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს“, - ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია (ამონარიდი ინტერვიუდან)

 

***

დღეს, 22 სექტემბერს, დაბადების დღეს აღნიშნავს ჩვენი მეგობარი, კოლეგა, პროფესიონალი როგორც მწერლობა-ჟურნალისტიკაში, ისე ადამიანობა-მეგობრობაში, მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და მედიასახელოსნო „ჟურნალისტის“ ხელმძღვანელი თამაზ ჩიქვანაია

 

ის უკვე 40 წელზე მეტია, რაც ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს. თავდაპირველად მწერალთა კავშირში მუშაობდა და მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა, გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნიც. შემდეგ იყო ტელევიზია - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, სადაც მუშაობა რედაქტორის თანამდებობიდან დაიწყო. მას პედაგოგიური პრაქტიკაც აქვს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში და ამ საქმიანობას დღემდე აგრძელებს (ამონარიდი „რეპორტიორის“ გვერდიდან).

 

დღეს თამაზ ჩიქვანაია 69 წლის გახდა. ვულოცავთ და ბედნიერებას, დღეგრძელობას, წარმატებებს ვუსურვებთ“.

 

 

big_banner
არქივი