logo_geo
საპატრიარქომ თვითმარქვია „სასულიერო პირი“ ამხილა
- +

22 სექტემბერი. 2020. 19:30

 

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საპატრიარქომ კიდევ ერთი თვითმარქვია „სასულიერო პირი“ ამხილა.

 

მათივე ცნობით, ე.წ სასულიერო პირი თომა ბეთანელი სინამდვილეში გურამ ბეთეშვილია.

 

„თვითმარქვია სასულიერო პირი ე.წ. თომა სალოსი, იგივე თომა ბეთანელი.

 

საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს ე.წ. თომა სალოსის, იგივე თომა ბეთანელისა და მისი საქმიანობის შესახებ.

 

საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია გურამ ბეთეშვილი.

 

იგი არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად და მღვდლად, არც აღკვეცილა მონაზვნად.

 

ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების იმიტაცია წარმოადგენს მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამაბრკოლებელ ქმედებას, მკრეხელურ თვითნებობას და მძიმე საეკლესიო დანაშაულს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი