logo_geo
იგეგმება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის შეცვლა
- +

22 სექტემბერი. 2020. 19:41

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის შეცვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

 

„რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება რაც აქამდე გაჟღერდა, მიღებული არ ყოფილა. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ", – განაცხადა გაბუნიამ.

 

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, გორში, ბათუმში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრიდან განახლდება.

 

 

big_banner
არქივი