logo_geo
როგორ წარმოიქმნა სოფელ დიღმის კლასტერი - სკოლის დამთავრებიდან 50 წლის ბანკეტზე კლასელები დაინფიცირდნენ
- +

22 სექტემბერი. 2020. 19:44

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, სოფელ დიღომში კორონავირუსით ინფიცირებულთა ე.წ. კლასტერი გაჩნდა.

 

„გვაქვს კლასტერი სოფელ დიღომში. დაბადების დღესთან იყო დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იყვნენ კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები. იყო ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ამ ეტაზპე სტაბილიზირებულია მდგომარეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

„პრაიმტაიმმა“ დააზუსტა მიზეზები, თუ რა ვითარებაში წარმოიშვა ე.წ. სოფელ დიღმის კლასტერი

 

როგორც „პრაიმტაიმს“ წყარო უყვება შემთხვევა სკოლის დამთავრების 50 წლისთავს უკავშირდება

 

„კლასელების შეკრება ჰქონდათ რესტორანში. ერთ-ერთი კლასელი სწორედ ბათუმიდან იყო ჩამოსული და სავარაუდოდ მისგან მოხდა ვირუსის გავრცელება“, – გვიყვება წყარო.

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.​

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი