logo_geo
კორონავირუსი 2024 წლამდე გაგრძელდება - მიხეილ ცაგარელის სრულიად ახალი პროგნოზი
- +

23 სექტემბერი. 2020. 01:08

 

 

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მესამე და რთული ეტაპი ნოემბერშია მოსალოდნელი. მისივე თქმით, პანდემია კიდევ 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა შემდეგი წლები მსოფლიოს მოსახლეობისთვის შედარებით მსუბუქი იქნება, რადგან კორონავირუსი შესუსტდება და ხალხსაც, მასთან საბრძოლველად სხვადასხვა საშუალება ექნება გამოვლენილი.

 

„მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, 2024 წლამდე იქნება დიდი ბრძოლა, თუმცა საზოგადოება უკვე ამ ვირუსთან თანაცხოვრებას ისწავლის და მკურნალობაც. უფრო ადვილი იქნება. მანამდე კი ნოემბერი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, რადგან ამ თვეში იუპიტერი და პლუტონი შეერთდება. იუპიტერი ეს გაფართოების პლანეტაა, პლუტონი კი ინფექციების. მათი შეერთება თხის რქაში მოხდება. ეს ყველაფერი კი ინფექციების გავრცელებას შეუწყობს ხელს.

 

მასშტაბურობის გაზრდის პირველი შეერთება იყო მაშინ, როცა დაიწყო პანდემია, მეორე - მაისში და მესამე იქნება ნოემბერში. აქ მოსალოდნელია სირთულეები, თუმცა მალე გაივლის და თან აღსანიშნავია, რომ ეს შეერთება იუპიტერისა და პლუტონის ბოლო შეერთებაა“, - განუცხადა ცაგარელმა „დაიჯესტს“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი