logo_geo
შოთა არველაძე: კორონავირუსი დამიდასტურდა
- +

23 სექტემბერი. 2020. 21:02

 

 

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას თავად არველაძე ადასტურებს.

 

„სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის“,- წერს საკუთარ facebook გვერდზე შოთა არველაძე.

 

 

big_banner
არქივი