logo_geo
მირიან ნიკოლაძე: მტერი იყოს ისე, როგორც დღეს გიორგის მშობლები არიან
- +

24 სექტემბერი. 2020. 01:24

 

 

„მტერი იყოს ისე, როგორც დღეს გიორგი შაქარაშვილის მშობლები და ოჯახი არიან“, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

 

მან გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლების ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ღვთის წყალობით ორივემ ახალ რეალობასთან შეგუება და გიორგის გარეშე ცხოვრების სწავლა დაიწყო.

 

„კიდევ ყოჩაღ გიორგის დედას, ქალბატონ თამუნას, რომელმაც მოახერხა ძალის მობილიზება საკუთარ თავში, რომ ამ უბედურებისთვის გაეძლო. საზოგადოების მცირე ნაწილის აგრესიასაც გაუმკლავდა ღვთის წყალობით. რაც შეეხება გიორგის მამას, ლევანის, კაცის ბუნება ალბათ სუსტია მდგრადობის თვალსაზრისით.

 

თავიდან ძალიან გაუჭირდა. საბოლოოდ მოვახერხეთ ის, რომ ლევანმაც დაიწყო შეგუება ამ ტრაგედიის მიმართ. ცხოვრება გრძელდება და ალბათ გიორგის სულისთვის ორივე კარგად უნდა იყოს, რომ გავაგრძელოთ ყველამ ერთად თანაცხოვრება“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი