logo_geo
“ბებიამ ანდერძით ფული დამიტოვა” – იტალიელი ტატიანა ინგრაო სვანეთში ნათესავებს ეძებს
- +

24 სექტემბერი. 2020. 01:31

 

 

 

ტატიანა ინგრაო 40 წლის იტალიელი ქალბატონია. როგორც თავად ამბობს, ქართველი წინაპრების ჰყავს მამის მხრიდან – მამის დედა და შესაბამისად, ბებიის სანათესავო, საქართველოში, კონკრეტულად კი სვანეთში ეგულება.

 

ტატიანას ჩვენმა თანამემამულემ დაგვაკავშირა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, მისი ამბავი შემთხვევით შეიტყო და დახმარება შესთავაზა.

 

როგორც ტატიანამ მას უამბო, 1980 წელს არის დაბადებული. მამამისი ანჯელი მინიოზაა (Angelo Mignosa) და სწორედ მამის დედა იყო ქართველი. მამა სიცილიელია, კომუნისტურ პარტიაში იყო გაწევრიანებული და ხშირად დადიოდა ყოფილ სსრკ-ში.

 

თუმცა მამასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა და მამა არ უამბობს არაფერს საქართველოზე, ის კი არა, ქალიშვილს საქართველოდან გამოგზავნილი საჩუქრებიც კი გაუნადგურა და ბევრი ფოტოც.

 

როგორც მას ახსოვს, 1989 წელს იყო საქართველოში მამასთან ერთად, სვანეთში. 2 წლის მერე ისევ ჩამოვიდნენ, როდესაც დიდი ბებია გარდაიცვალა და როგორც მას ახსოვს, მესტიაში იყვნენ. 1 თვე დავრჩითო და მაშინ ბებიაჩემმა ფულიც დამიტოვა ანდერძითო. ისიც ახსოვს, რომ საქართველოში მართლმადიდებლად მოინათლა.

 

დიდ ბებიას გალინა ერქვა, ბებიას – თამარაო. სწორედ დიდი ბებია, გალინა, გარდაიცვალა 1991 წელს.

 

ტატიანას იმედი აქვს, რომ ვინმე ნახავს ამ ინფორმაციას და გამოუჩნდებიან ნათესავები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი