logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

24 სექტემბერი. 2020. 10:30

 

 

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 62-ით გაიზარდა და 1705-ს შეადგენს.​

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 25 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან ორი გუშინ გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი