logo_geo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 164 - აჭარას, 34 - თბილისს, 22 კი იმერეთს უკავშირდება
- +

24 სექტემბერი. 2020. 10:46

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 - აჭარას, 34 - თბილისს, ხოლო 22 იმერეთს უკავშირდება.

 

დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

 

„გამოვლინდა 259 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:  კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 164 შემთხვევა, თბილისში – 34, იმერეთში – 22, აქედან 15 ქუთაისში, 3 წყალტუბოში, თერჯოლაში – 1, საჩხერეში – 1, ბაღდათში – 2. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 15, გირში – 1, მარნეულში – 1, მცხეთაში – 1, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული – 5“, – აღნიშნა ენდელაძემ.

 

 

big_banner
არქივი