logo_geo
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრელ კოლეგას უმასპინძლებს
- +

24 სექტემბერი. 2020. 11:42

 

 

24-25 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი ესტუმრება. ტიბორ ბენკოს ქართველი კოლეგა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ეს იქნება უნგრეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

 

ტიბორ ბენკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები კრწანისში, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან.

 

 

big_banner
არქივი