logo_geo
სეზონის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ შეიძლება „იუვენტუსი“ დატოვოს
- +

24 სექტემბერი. 2020. 11:44

 

 

„იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ წლევანდელი სეზონის ბოლოს ტურინული კლუბიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს.

 

გამოცემა „Okdiario“-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი უკმაყოფილოა იმით, რომ ორი სეზონის განმავლობაში ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, აგრეთვე, ვერ მოიპოვა მეექვსე „ოქროს ბურთი“. კარიერის დასკვნით ეტაპზე 35 წლის ფეხბურთელს სურს შეუერთდეს პროექტს, რომელიც დიდი ტიტულების მოპოვების საშუალებას მისცემს.

 

„იუვენტუსში“ გატარებულ პერიოდში, კრიშტიანუს სამ მწვრთნელთან მუშაობა მოუწია. გამოცემა აღნიშნავს, რომ უცნობია, როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდება ფეხბურთელს ახალ მთავარ მწვრთნელთან ანდრეა პირლოსთან. იტალიელი სპეციალისტი ისეთი ტაქტიკით თამაშს გეგმავს, რომელშიც გუნდი ინდივიდუალურობაზე მაღლა იდგება და არ იქნება დამოკიდებული კონკრეტულ მოთამაშეზე. ეს კი არ მოსწონს პორტუგალიელს.

 

ასევე იტყობინებიან, რომ კრიშტიანუს გადაწყვეტილებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს „იუვენტუსში“ ფორვარდ ალვარო მორატას მისვლამ. იტალიის ჩემპიონმა ესპანელი ერთწლიანი იჯარით აიყვანა.

 

რონალდუს კონტრაქტი კლუბთან 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი