საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა. ამ დროისთვის უცნობია დეტალები, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.
საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 399-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 705 პაციენტი.