logo_geo
მიხეილ ჩხენკელი: აჭარაში, ყველა საფეხურზე, სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება
- +

24 სექტემბერი. 2020. 15:06

 

 

„აჭარაში, ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

ასევე, მინისტრის თქმით, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში წარიმართება.

 

„აჭარაში, განათლების პროცესი ყველა საფეხურზე ნარჩუნდება დისტანციურ ფორმატში. რაც შეეხება სკოლებს, 1 ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ყველაზე პატარებისთვის, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს საკლასო ოთახებში და ეს მოხდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, რომ გორსა და ფოთში, სადაც 1 ოქტომბრამდე დისტანციური ფორმატი იყო, 1 ოქტომბერს უკვე ყველა მოსწავლეს აქვს საშუალება, დაბრუნდეს საკლასო ოთახში,  ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის აჭარის გარდა ყველგან, მათ საშუალება ექნებათ, რომ სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურად განკუთვნილ რესურს-ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

big_banner
არქივი