logo_geo
საქართველოში 27-ე პაციენტი გარდაიცვალა
- +

25 სექტემბერი. 2020. 11:33

 

 

საქართველოში კიდევ ერთი, 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული.

 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 759-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –836.

 

 

 

 

big_banner
არქივი