logo_geo
მელიტონ სულაბერიძე: მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს თანამდებობის პირი!
- +

25 სექტემბერი. 2020. 22:56

 

 

 „ალექსანდრე მოწერელია, დიდ ოჯახში აღზრდილი, განათლებული, ტყუილის არ მთქმელი, სიკეთის მთესველი, გულთბილი და გულისხმიერი ადამიანია“, - ასე აფასებს მეცნიერებათა დოქტორი მელიტონ სულაბერიძე,  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას.

 

„რატომ ვუჭერ მხარს ალექსანდრე მოწერელიას?!

 

ალეკო ჩემი უფროსი მეგობრის, ბატონი ირაკლი მოწერელიას შვილია. ბატონი ირაკლი კი მისი ოჯახიშვილობით, განათლებით, საქმით, ორგანიზატორობით, ავტორიტეტით, გაკეთებული საქმეებითა და რაც მთავარია, ხალხის სიყვარულით ყოველთვის სამაგალითო პიროვნება გახლდათ ჩვენთვის...

 

მან, ჯერ კიდევ ჩემი რაიონის რაიკომის პირველმა მდივანმა, პირველი კურსის სტუდენტს გამომიწოდა მეგობრობის ხელი. მაშინ მთელ რაიონში ქუხდა მისი სახელი და ავტორიტეტი.

 

ამ დღიდან მოყოლებული,  სიცოცხლის ბოლომდე - იგი გახლდათ ჩემი უფროსი მეგობარი. და არამხოლოდ ის, არამედ მისი სამაგალითო და საამაყო ოჯახის ყველა წევრი. მადლობელი ვარ უფლის, რომ ეს მეგობრობა ჩვენს ოჯახებს შორის დღემდე გრძელდება.

 

რაც შეხება ჩემს უმცროს მეგობარს, ბატონ ალექსანდრე მოწერელიას... ის დიდ ოჯახში აღზრდილი, განათლებული, ტყუილის არ მთქმელი, სიკეთის მთესველი, გულთბილი და გულისხმიერი ადამიანია.

 

ყველამ დაინახა მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს უმაღლესი თანამდებობის პირი, საქმიანი, მოწესრიგებული, თავმდაბალი, მოკრძალებული, მოსმენის უნარის მქონე, სიტყვის კაცობითა და მოსახლეობის დიდი ნდობის დამსახურებით.

 

ჩვენ ერთად გვიმოღვაწია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და თამამად შემიძლია ვთქვა: მე ვამაყობ, ალეკო, შენი განვლილი გზით, შენი მოღვაწეობით ამ დიდ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, საიდანაც დაანახე ჩვენს ხალხს შენი მათდამი გვერდზე დგომა. მათ კი, შენი გაკეთებული საქმეებით შეგიყვარეს!

 

წარმატებები მომავალშიც ჩემს სამაგალითო და საამაყო მეგობარს, უმცროს ალექსანდრე მოწერელიას!“ - განაცხადა მელიტონ სულაბერიძემ.

 

 

big_banner
არქივი