logo_geo
დღეს, 91 წლის გახდებოდა გიორგი კალატოზიშვილი
- +

26 სექტემბერი. 2020. 18:02

 

 

დღეს,  26 სექტემბერს, 91 წლისა გახდებოდა ცნობილი ქართველი მსახიობი, კინო-ოპერატორი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1980) გიორგი კალატოზიშვილი.

 

დაიბადა თბილისში, 1929 წლის 26 სექტემბერს, გამოჩენილი რეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის ოჯახში. 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ბორის ვოლჩეკის სახელოსნო). 1957 წელს „ლენფილმში“ შედგა მისი, როგორც ოპერატორის (ვ. კოროტკოვთან ერთად), დებიუტი ფილმში „საცოლე“ ("Невеста").

 

1957 წლიდან იყო ოპერატორი, ხოლო 1969 წლიდან რეჟისორი კინოსტუდიებში „ქართული ფილმი" და „ლენფილმი". დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „არღანი" (1967), „ფილატელისტის სიკვდილი" (1969, სცენარის ავტორიცაა), „მე, გამომძიებელი" (1971), „ციმბირელი პაპა" (1973), „კავკასიელი ტყვე" (1975, სცენარის ავტორიცაა), „კავკასიური ამბავი" (1978, სცენარის ავტორიცაა), „კიკვიძე" (1980, სცენარის ავტორიცაა), „გმადლობ რატილი“ (1983), „სკაპენის ოინები" (1984) და სხვა. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: „წარსული ზაფხული" (1959), „ჭიაკოკონა" (1961), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962), „თეთრი ქარავანი“ (1963), „მე ვხედავ მზეს" (1965), „ლონდრე" (1966), „მაცი ხვიტია“ (1966), „არღანი" (1967) და სხვა. გადაღებულია ფილმში „ხმა" (ალექსანდრე ილიას ძე, 1982).

 

გიორგი კალატოზიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის 22 ივლისს.

 

 

big_banner
არქივი