logo_geo
მასწავლებელთა გამოცდაზე 10 440 აპლიკანტიდან 7 706 ჩაიჭრა
- +

27 სექტემბერი. 2020. 00:33

 

 

2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 10 440 აპლიკანტი გავიდა, საიდანაც გამოცდა წარმატებით 2 734 აპლიკანტმა ჩააბარა. რაც, იმას ნიშნავს, რომ ზღვარი 7706-მა აპლიკანტმა ვერ გადალახა.

 

„გამოცდებზე გამოვიდა10 440 აპლიკანტი. მათგან  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 734 აპლიკანტმა გადალახა“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 

2020 წლის სერტიფიცირების გამოცდაზე 11 908 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, რომელთა შორის მაძიებელი და მასწავლებლობის მსურველები იყვნენ.

 

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია სექტემბრის ბოლოსთვის უნდა გამოცხადდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი