საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა. ვებგვერდის მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 31-ს შეადგენს.
ამ დროისთვის უცნობია დეტალები, თუ რა ასაკის არიან გარდაცვლილი პაციენტები და სად მკურნალობდნენ.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 148 პაციენტი.