logo_geo
ამირან გამყრელიძე: საქართველოში პირბადის და პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის
- +

28 სექტემბერი. 2020. 15:02

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის და პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამჟამად ნახევარი მილიონამდე PCR-ტესტის მარაგი აქვს.

 

„რამდენადაც ვიცი, არც პირბადის და არც პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის, ამის წარმოება უკვე საქართველოშიც ხდება, ამიტომ კლინიკებს ის აქვთ. მაქვს ინფორმაცია, რომ სტრატეგიულ მარაგში, სამინისტროსაც შესაბამისი მარაგი უდევს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამჟამად დაახლოებით ნახევარი მილიონი PCR-ტესტის მარაგი გვაქვს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი