საკონდიტრო დონა 5 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელეს.
„5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საკონდიტრო „დონამ“ მას შემდეგ შეწყვიტა მუშაობა, რაც სექტემბერში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები აჭარაში გაიზარდა, ხოლო მათი დიდი ნაწილი „დონას“ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის გამოვლინდა.