logo_geo
საკონდიტრო „დონა“ 5 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებს
- +

28 სექტემბერი. 2020. 16:10

 

 

საკონდიტრო დონა 5 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელეს.

 

„5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

საკონდიტრო „დონამ“ მას შემდეგ შეწყვიტა მუშაობა, რაც სექტემბერში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები აჭარაში გაიზარდა, ხოლო მათი დიდი ნაწილი „დონას“ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის გამოვლინდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი