logo_geo
„იყო ძალიან მძიმე და ბინძური მუქარა“ – ცნობილ ადვოკატს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებენ?!
- +

28 სექტემბერი. 2020. 17:09

 

 

ცნობილი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სკანდალში ეხვევა. როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ლიკა ტაბატაძე წერს, ადვოკატთან გარკვეული სახის ურთიერთობა ჰქონდა, მის პირად საიდუმლოებასაც ფლობდა და ეუბნებოდა, რომ მათ შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა.

 

ლიკა ტაბატაძე ასევე იმ საღამოს იხსენებს, როცა ტარიელ კაკაბაძემ „ჰოლიდეი ინში“ მისვლა სთხოვა.

 

„ტატო უცნაურად მომეჩვენა, არც გადამკოცნა. დამსვა მოპირდაპირე მხარეს და ხმამაღლა დამიწყო ლაპარაკი, თითქოს სხვის გასაგონად… მაშინვე გავაპროტესტე ტატოს ეს უცნაური დახვედრა და წამოსვლაც დავაპირე… მთხოვა, ჯერ დარჩიო და ისევ პირადზე დამიწყო საუბარი“…

 

ლიკა ტაბატაძე ირწმუნება, რომ ადვოკატი მისთვის ცრუ ბრალდების „შეკერვას“ ცდილობდა, რაც მისივე თქმით, თითქოს ფულის გამოძალვაში გამოიხატებოდა. ამის დასამტკიცებლად კი, ტაბატაძის ინფორმაციით, ტარიელ კაკაბაძემ შეხვედრაზე სამი მეგობარი მოწმის სტატუსითაც კი მიიყვანა.

 

„პრაიმტაიმი“ ფაქტთან და სტატუსში გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ეს ადამიანი(ლიკა ტაბატაძე) უკვე რამდენიმე ხანია აშანტაჟებს.

 

„დიდი ხანია, რაც ჩემს ოჯახს აედევნა. ჩემი მეუღლის მიმართ სხვადასხვა პოსტებს წერდა. აბსურდულ ინფორმაციებს იგონებს, რომ ოჯახი დაგვენგრეს. ყალბ პროფილებს აკეთებს და სხვადასხვა პირებს ჩემი სახელით არასწორ ინფორმაციას უგზავნის. მაქსიმალურად ცდილობს, ოჯახი დამინგრიოს. ჩემმა მეუღლემ ეს ძალიან კარგად იცის.

 

რა თქმა უნდა, მას არაფერი არ გამოსდის. თავის გვერდზე ჩემი მეუღლის ფოტოებსაც დებს, სადაც აგინებს, საშინელებებს ამბობს. ასევე მუქარა ჩემი შვილების მიმართ… ძალიან ბინძური და მძიმე მუქარა, რომელთანაც დაკავშირებით ის პასუხს აგებს. ჩემი ოჯახის ღირსებას ყოველთვის დავიცავ. ჩემი მეუღლის შეურაცხყოფას არასდროს ვაპატიებ, რომელიც ძალიან ღირსეული და უწესიერესი გოგოა“, – აცხადებს კაკაბაძე.

 

მისივე თქმით, ლიკა ტაბატაძე მაშინ გაიცნო, როდესაც მას იურიდიული კონსულტაციის გაწევა დასჭირდა.

 

„სავარაუდოდ, ყოფილ შეყვარებულს შვილების ამოხოცვით დაემუქრა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციის გაწევა სჭირდებოდა.

 

რაც შეეხება შეხვედრას… მე მას ვეუბნებოდი, რომ შეშვებოდა ყალბი პროფილების გაკეთებას. ვეუბნებოდი, რომ მეუღლესთან ვარ, შვილები მყავს… თუმცა, ის მეუბნებოდა, რომ ჩემს დაშანტაჟებას გააგრძელებდა.

 

აღნიშნულს სხვა ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებიც დაადასტურებდნენ. მას ჩემი სახელით პიარის გაკეთება სურს. ახორციელებს შანტაჟს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. რა თქმა უნდა, მას ეს არ გამოუვა. ის აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა კანონით დადგენილი წესით.

 

გამოძიება დაწყებულია. ჩემი მეუღლე დაზარალებულად არის ცნობილი. მცირეწლოვან შვილებს შეურაცხყოფას აყენებს. მათი ფოტოები ჰქონდა დადებული სოციალურ ქსელში და საზიზღარ კომენტარებს წერს. ამით ცდილობს, რომ როგორმე მას დავუკავშირდე. რა თქმა უნდა, მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს.

 

თავისი ბინძური მეთოდებით ვერაფერს ვერ აღწევს. სხვისი შვილების მიმართ მკვლელობის მუქარასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ჩემი მეუღლის მიმართ ადევნებასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

 

ერთხელ, როდესაც მე და ჩემი მეუღლე სახლში ვიყავით, იმ დროს მისწერა, ახლა გამოვდივართო სასტუმროდანო. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა იყოს ჩემი მეუღლე…“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ტარიელ კაკაბაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი