logo_geo
საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა
- +

28 სექტემბერი. 2020. 17:12

 

 

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებულის გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 054 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი