logo_geo
ტარიელ ხარხელაურს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მიენიჭა
- +

28 სექტემბერი. 2020. 18:39

 

 

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში, მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

 

ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია გადაეცა მანანა ანთაძეს, გივი შაჰნაზარს, მანანა ცხვედიაშვილს, ერეკლე საღლიანს, ბაღათერ არაბულს, ცისანა ანთაძეს, ბელა შალვაშვილს და ბადრი თევზაძეს, ხოლო ალექსანდრე ელერდაშვილი ზეზვა მედულაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა. ღონისძიებაზე სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ წლის რჩეულ იუბილარებს, ხოლო ტარიელ ხარხელაურს  გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მიენიჭა.

 

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული პოეზიის ანთოლოგიის ორტომეული, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა, ასევე, „ბალადა ვეფხვისა და მოყმისა“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 17 ენაზე ითარგმნა.

 

ფესტივალი 25 სექტემბერს, იმერეთში, ოტია იოსელიანის საიუბილეო ღონისძიებით დაიწყო და 30 სექტემბერს,  წყნეთში, ახალგაზრდა პოეტების ლექსების საღამოთი დასრულდება, რომელიც მშვიდობას მიეძღვნება.

 

 

big_banner
არქივი