logo_geo
შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს გადაეცა
- +

28 სექტემბერი. 2020. 20:51

 

 

24 სექტემბერს, “კურორტ  ბიოლში“ საქართველოში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

როგორც  თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყნის  განვითარებაში, მაღალი ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, ქველმოქმედებასა და ხელოვნების დარგების დაფინანსება-წახალისების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მსხვილი ბიზნეს კომპანიები დაჯილდოვდნენ.

 

ბიზნესმენების და კომპანიების გარდა, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციამ და მისმა პარტნიორმა საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის დირექტორმა, ქალბატონმა  მაკა კუტუბიძემ ხელოვანები და მედიკოსებიც დააჯილდოვა. მათ შორის მომღერალი ნანი ბრეგვაძე, რეჟისორი რობერტ სტურუა და მხატვარი გოგი მესხიშვილი. ხოლო, სამედიცინო დაწესებულებათა შორის სიმბოლური ჯილდო “წლის ლიდერი 2020” (lieder of the year) covid-19-ის წინააღმდეგ  ძალისხმევის, კოლექტივის თავგადადებული და ეფექტური ქმედებების საქმეში შეტანილი წვლილისთვის თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრს გადაეცა.

 

“შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის პრესტიჟული  ჯილდო person history მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის  ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს მიენიჭა. ტრადიციულად, აღნიშნულ  ნომინაციაში ჯილდოს  იმ  ადამიანებს გადასცემენ, რომლებმაც ისტორიული კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში მოღვაწეობით და მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყვეს საქართველოს ცნობადობას და პოპულარიზაციას. 

 

პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ის თანამშრომლებიც გახდნენ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს covid-19-ის ბრძოლის საქმეში”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი