logo_geo
როგორ ანგრევს სოციალურ ქსელში ერთი პოსტი მთელ ცხოვრებას – 7 ისტორია
- +

28 სექტემბერი. 2020. 22:00

 

 

ამ დრომდე ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა პრობლემა სოციალური ქსელებიდან მოდის. ზოგჯერ ისინი მართლებიც არიან.

 

გთავაზობთ რამდენიმე უიღბლოს ისტორიას, რომლებმაც ვერ შეძლეს დროულად გაჩერება და გზადაგზა საკუთარი კარიერაც დაანგრიეს.

 

 

სპოილერი არავის უყვარს, ნიკოლი

 

 

ეს სიმპათიური გოგო ნიკოლ კროუტერია, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა. გაუმართლა კიდეც და ახალგაზრდული სერიალის – „გუნდი“ – გადაღებებზე, მასობრივ სცენაში სკოლის მოსწავლის როლზე მოხვდა.

 

ნიკოლი Twitter-ზე ხშირად წერდა ყველა წვრილმანის შესახებ გადასაღები მოედნიდან, ბოლო ლურსმანი კი მისი კარიერის კუბოზე სეზონის დასასრულის მნიშვნელოვანი ინტრიგის გამხელა გახდა.

 

 

 

ერთი სიტყვით, ნიკოლი ჯერ შოუდან გააგდეს, შემდეგ კი კინოინდუსტრიიდან.

 

 

 

 

რასიზმს უკან ვერ წაიღებ

 

 

2015 წელს როშელ რობინსონმა, რომელიც ჩიკაგოს ზოოპარკში მუშაობდა Facebook-ზე დაწერა: „აბა, როგორ ხართ მეგობრებო? მე სამსახურში ვარ და ვემსახურები უხეშ თეთრ „ახვრებს“.

 

 

რა თქმა უნდა, „თეთრ ახვრებს“ ეს არ მოეწონათ და ზოოპარკის ადმინისტრაციას მიმართეს. მის რობინსონი იმ წუთიდან იქ აღარ მუშაობს. როშელს სოციალურ ქსელში სახელის შეცვლაც მოუხდა.

 

 

ტერორისტებიც ადამიანები არიან

 

 

2011 წელს ცნობილმა ამერიკელმა ფეხბურთელმა, რაშარდ მენდენჰოლმა უსამა ბინ ლადენის გარდაცვალების შესახებ ცნობაზე ადამიანების რეაქციას პოსტი მიუძღვნა, რომელშიც გამოხატა საკუთარი აღშფოთება, როგორ შეიძლება გიხაროდეს ვინმეს სიკვდილი, მითუმეტეს იზეიმო ის, როცა არ იცი, რა ამოძრავებდა ტერორისტს ამ გადაწყვეტილებისას.

 

 

 

ქსელში მისი ჰუმანურობა არ დააფასეს, რაშარდმა კი ამ ფაქტიდან სამი წლის თავზე კარიერა საბოლოოდ დაასრულა.

 

 

 

გაქცევა სოცქსელიდან გამოსავალი არ არის

 

ალისია ლინჩის ცხოვრება 2013 წელს საშინელებათა ფილმად გადაიქცა. მან ქსელში ჰელოუინის კოსტუმი გამოფინა. ის გამოწყობილი იყო, როგორც ბოსტონის მარათონის ტერაქტის მსხვერპლი. ალისიას მუქარის ტალღა მაშინვე თავს დაატყდა.

 

ალისია სამსახურიდან გაუშვეს. მან პროფილი სოცქსელშიც წაშალა, მაგრამ მის ფოტოებს მაინც „ათრევდნენ“ და აბულინგებდნენ. გოგო ნეტში ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

 

 

შეუხვია იქ, სადაც არ იყო საჭირო

 

 

სკოტ ბარტოშევიჩი მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა სოციალურ ქსელში პირადი გვერდი სამსახურისაში აერია და „კრაისლერის“ კედელზე დაწერა: „ძალიან ირონიული მგონია, რომ დეტრიტში, რომელიც საავტომობილო ქალაქია, ტარება არავინ იცის“.

 

ამ პერფორმანსის შემდეგ „კრაისლერმა“ სკოტის ფირმასთან ხელშეკრულება მაშინვე გააუქმა, თავად სკოტი კი, რაღა თქმა უნდა, გააგდეს.

 

 

საკუთარი აზრის ფასი

 

 

2017 წელს ლას-ვეგასის ტერაქტის შემდეგ Facebook-ზე საკუთარი აზრის დაფიქსირება CBS-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჰეილი გეფტმან-გოლდმა გადაწყვიტა.

 

„თუ ეს რესპუბლიკელი ღორები არაფერს აკეთებენ, რომ მათი შვილები არ დახვრიტონ, არაფრის იმედი უნდა გქონდეს. ისინი არც კი უნდა შეიცოდო. ყველა შემთხვევაში ქანთრის მხოლოდ იარაღიანი რესპუბლიკელები უსმენენ“.

 

გასაკვირი არც არის, რომ ამ პოსტის შემდეგ ჰეილი სამსახურიდანაც გაუშვეს და ქსელშიც გამოლანძღეს.

 

 

მასწავლებლებს პირადი ცხოვრება არ აქვთ

 

 

2011 წელს სკოლის მასწავლებელმა, ეშლი პეინმა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა – თავის კედელზე შვებულების ფოტო ატვირთა, რომელზეც ხელში ალკოჰოლით სავსე ორი ჭიქა უჭირავს.

 

თითქოს ამაში არაფერია კრიმინალური, მაგრამ ასე არ ჩათვალეს მოსწავლეების მშობლებმა.

 

აღშფოთებულებმა სკოლის დირექტორს მიმართეს, დირექციამ კი ეშლის კარებისკენ მიუთითა. მასწავლებელმა სასამართლოსაც მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი