logo_geo
ლევან რატიანი: ვერ ვიტყვი, რომ ვირუსი გაგვექცა ან არ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა
- +

29 სექტემბერი. 2020. 00:17

 

 

„პანდემიამ თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩვენი ცხოვრება, როგორც ექიმების ისე საზოგადოების. მაგრამ სულ იმის იმედი მაქვს, რომ საშველი აუცილებლად იქნება. არ გვაქვს უფლება ჩავიქნიოთ ხელი. ყველაფერს ვაკეთებთ ექიმები, რომ ყველაფერი კარგად იყოს და ვიდგეთ იმ ადგილზე სადაც მოგვეთხოვება“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „უცნობის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით ახალი კრონავირუსი არაა მხოლოდ ლოკალური პრობლემა. „COVID19 წარმოადგენს გლობალურ პრობლემას. ყველას გვიხაროდა, რომ საქართველოში ზაფხულში ახალი კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევები საშუალოზე დაბალი იყო. ვერ ვიტყვი, რომ ვირუსი გაგვექცა ან არ გავაკეთეთ ის რაც უნდა გაგვეკეთებინა.

 

მაინც ვფიქრობდით, რომ ვირუსმა, რომელმაც ასე სწრაფად დაიპყრო სამყარო იყო მოლოდინი რომ ჩვენს ქვეყანაშიც გავრცელდებოდა. სამწუხაროდ დღეს სამი პაციენტი გარდაიცვალა, მაგრამ გაზაფხულზე უფრო მძიმე პაციენტები ჰყავდა ქვეყანას. ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ვირუსის შემსუბუქება მოხდეს“, - განაცხადა რატიანმა.

 

მისი თქმით, ახლა ექიმებს ახალ კორონავირუსზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ.

 

„ვირუსის დასაწყისში ექიმები შეშინებულები ვიყავით რადგან არ გვქონდა ინფორმაცია, განათლება იმის შესახებ, თუ ახალი კორონავირუსი რა ბუნებით ხასიათდება, როგორი აგრესიულობა ჰქონდა და რა გართულებას იწვევდა. დღეს უამრავი მასალა დაგროვდა ამასთან დაკავშირებით. მთელი სამედიცინო ცენტრები გადართული არიან ვირუსის იმუნოგენეტიკის შესწავლაზე. 80-მდე ინსტიტუტი ვაქცინის შექმნაზე მუშაობს“, - განაცხადა რატიანმა.

 

 

big_banner
არქივი